Facebook Skype

კომპანიის შესახებ

კომპანია ,,mycapital.ge” დაარსდა 2010 წელს. მის მიზანს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ინოვაციური პროდუქტის დანერგვა წარმოადგენს. კომპანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების საშუალებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად ახორციელებს. ,,mycapital.ge” მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულიად ახალ პაკეტს: ნებისმიერი ობიექტის 3D ფორმატში გადაღება და კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსება. აღნიშნული მომსახურება ობიექტის ვიზუალს, რეალურ პირობებს, მისი ნახვის გარეშე წარმოადგენს. კომპანიის პრიორიტეტია უცხოური ინვესტორების მაქსიმალური ინფორმირებულობა საქართველოს ბაზარზე არსებული უძრავი ქონების შესახებ. ,,mycapital.ge”-ს ჯგუფი მუდმივად ფლობს ინფორმაციას საქართველოს ბაზარზე არსებული უძრავი ქონების შესახებ და მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველყოფს მომხმარებლის ინფორმირებულობას.